17 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
NATO-ს კარი ღიაა, ჩვენი გზავნილია ასპირანტმა ქვეყნებმა თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება მოახდინონ - იენს სტოლტენბერგი საქართველოს რეფორმებისაკენ მოუწოდებს 

NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ალიანსის ​ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასპირანტმა ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებაზე მოახდინონ.

"NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან - საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ რეფორმების გატარებაზე. მოახდინონ თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება, რადგან გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ვზრდით ჩვენს წარმომადგენლობას შავ ზღვაში. NATO-ს ​შავ ზღვაში ჰყავს სამი ქვეყანა - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. იქ გვყავს ასევე ორი ღირებული პარტნიორი - საქართველო და უკრაინა და მათთან ერთად ვმუშაობთ. მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას და ვაძლიერებთ შესაძლებლობებს. NATO-ს ​ წარმომადგენლობა გვყავს, როგორც ხმელეთზე ისე ჰაერში და ზღვაში,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

დღის ამბები