08 მაისი 2024,   00:20
ვრცლად
განვიხილავთ თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს - ერდოღანის ადმინისტრაცია ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ პრესრელიზს ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

"თანამდებობის დაკავების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იქნება თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ასევე არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები.

მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე გაზიარებული იქნება შეხედულებები რეგიონში და გლობალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები