გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 1 საათით შემცირდა - ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე გადმოიწია.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.