17 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
თურქეთთან სახმელეთო მიმოსვლა აღდგა - სარფის საბაჟო ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად მზადაა

დღეიდან თურქეთთან სახმელეთო მიმოსვლა აღდგა - სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად.

სარფის გამშვებ პუნქტზე პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაეცნო, მან ასევე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ მებაჟეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დაწესებული შეზღუდვების გამო საბაჟო განსხვავებული რეჟიმით, 10:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს. საზღვრის კვეთა კი შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით.

დღის ამბები