17 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
შემდეგი ნაბიჯი შეთანხმებაზე ხელმოწერა უნდა გახდეს - მარინა კალიურანდი ​ენმ-ს საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა. ევროპელი პოლიტიკოსი პარტიის ამ ნაბიჯს მიესალმება და კანონმდებლებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას.

"მომწონს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს. შემდეგი ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს." – წერს კალიურანდი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".​

დღის ამბები