ბოლო დროს, წვიმის დროს ქუჩების დატბორვაზე თბილისის მერმა განმარტებები გააკეთა. კალაძის თქმით, უხვი ნალექის გამო ქუჩებში შექმნილი პრობლემა, მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს უკავშირდება, პრობლემის მოგვარებაზე კი როგორც მან აღნიშნა, მერიის ამჟამინდელი გუნდი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუშაობს.
"კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც უხვი ნალექის გამო შეიქმნა პრობლემები, არის სანიაღვრე ქსელის პრობლემა. ეს არის მიმართულება, რომელსაც წლების განმავლობაში არავინ არ უყურებდა და არავინ აწესრიგებდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა და ის ხელისუფლება, რომელიც ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებზე შესვლისას, პირველ რიგში აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებს," - განცხადება გააკეთა კახა კალაძემ, თბილისის მერმა.