ბოდბის მონასტერში ნინოობას დღესასწაული იზეიმეს, სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, კი ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარება შეაფასა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დაფუძნებული ახალი პოლიტიკური პარტია გააკრიტიკა. მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის ახლად დაარსებული გუნდში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პროექტია.
მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება.
"საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე -პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია, რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგაიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და გააკეთა თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს ამას რას აკეთებთო. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოვიდა როგორც მე ვიცი.
რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები ვნახე შიგნით, ადეიშვილის მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის," - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას, ეპისკოპოს იაკობს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს ვერ დაძლევს პოლიტიკურ კრიზის და საჭიროა ეკლესიის ჩარევით მოხდეს შერიგება.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.