17 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
2020 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებების ვინაობა ცნობილია - IDFI-ის კვლევა

2020 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებების ვინაობა ცნობილია. IDFI-ის კვლევის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, ყველაზე პრობლემურ უწყებად მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო სახელდება.

ყველაზე ტრანსფარენტული კი, გასულ წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი აღმოჩნდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო სექტორში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს.

გასული წლის ჯამური რეიტინგი ამ კუთხით ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა და 80 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები