17 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ნასამართლევი არ უნდა იყოს - გიორგი ვაშაძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროტესტს პარლამენტიდან გამოეხმაურა და შესაბამისი ინიციატივა ახალი კანონპროტის სახით თწარმოადგინა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ნასამართლევი არ უნდა იყოს და მას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები პირდაპირი წესით უნდა ირჩევდნენ. 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გვაქვს. როგორც იცით, ახალგაზრდები შიმშილობდნენ განათლების სამინისტროს შესასვლელში და მარტივ რამეს ითხოვდნენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ანუ მათი რექტორი არ ყოფილიყო ნასამართლევი ადამიანი, ოთხჯერ ნასამართლევი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა ამ კუთხით. არ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი სასწავლებლები იყოს გარკვეული საპენსიო ნავსაყუდელი პოლიტიკური მიზნებისთვის და არ იყოს ამაზე ყურადღება მიქცეული.

მე მაშინ მათ ვთხოვე, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა. სანაცვლოდ მათ გვთხოვეს, რომ ჩვენ ინიციატივა დაგვერეგისტრირებინა პარლამენტში, რითაც აიკრძალებოდა მომავალში ნასამართლევი ადამიანის რექტორობა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ პირდაპირი არჩევნებით მოხდეს რექტორის არჩევა უნივერსიტეტში. ანუ პროფესორ-მასწავლებლები ირჩევდნენ რექტორს და არ ნიშნავდეს პოლიტიკური ნიშნით განათლების სამინისტრო, რაღაც ცრუ სამეცნიერო საბჭო და ა.შ.

ეს კანონპროექტი რეგისტრირდება დღეს და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემულ პირობას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები