კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "ქეციანები" უწოდა. მისივე თქმით, "ბავშვისთვისაც კი ნათელია", რომ მათ პოლიტიკაში მომავალი აღარ აქვთ.
"ესენი ყოფილან ჩვეულებრივი ქეციანები, რომლებმაც თქვეს, რომ არ შევალთო, შედიან, ვერ დამიჭერთ დაიჭირეს, არ გამოვალ გამოდიან, არ შევალ შედიან. მოკლედ, რომ დავსერიოზულდეთ, უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ცხოვრებაში, თორემ პოლიტიკაში რომ დიდი მომავალი აღარ აქვთ, ეს მე მგონი ბავშვისთვისაც ნათელია,"- განაცხადა წულუკიანმა.