პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში, ანკარაში იმყოფება. სახელმწიფო ვიზიტი უკვე დაიწყო. ამ წუთებში თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონია იმართება, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართება.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში აუდიენციის შემდეგ მედიისთვის გაკეთდება განცხადებები.
გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ამასთან, საცერემონიო სამხედრო პირები, რომლებიც ცხენებზე იყვნენ ამხედრებულები შეუძღვნენ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის სასახლეში. ადგილზე იმყოფება საპატიო ყარაული.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში იმყოფებოდა და საფლავი გვირგვინით შეამკო. მან ხსოვნის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები ასევე აჭარის მთავრობის მეთაური. ვიზიტი ერთდღიანია.