თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.
ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი მიზანია საქართველოსთან სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.
"ყველას გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი გიმასპინძლოთ. ბატონი პრემიერი თურქეთში უკვე იმყოფებოდა, როგორც შს და თავდაცვის მინისტრი და ის არის ლიდერი, ვინც ჩვენს ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს.
წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ანკარაში 100 წლის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წელი გავიდა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და შევხვდით დელეგაციებით. თურქეთი უკვე 14 წელი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო ამ მოცულობებში, მიზნად დავისახეთ რომ უმოკლეს დროში მაჩვენებელი 3 მლრდ დოლარამდე გავზარდოთ. ჩვენს შორის ახლა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებაზეც მიდის კონსულტაციები. ამასთანავე მტკიცედ ვმუშაობთ სავაჭრო პოტენციალის გაზრდისათვის და სავაჭრო მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებაზე.
როგორც ენერგეტიკაში, ისე სხვა სფეროებში არის თურქული ინვესტიციები საქართვეოლოში, რაც ჯამში 214 მლრდ დოლარს შეადგენს. ჩვენს საქართველოსთან გვაქვს განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაც რეგიონს უცვლის სახეს. ერთერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთ გაზის დერეფანი, ეს პლათფორმა უკვე შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმების და დერეფნების საშუალებით მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს წამოწყებული. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული თურქეთისა და კავკასიით გავლით კასპიის გავლით ჩინეთთან გვაკავშირებს.
აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს ჩვენი ქვეყნიდან და რუსეთიდან. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი მარმარაის გვირაბის გამოყენებით," - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.