17 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მმართველი პარტიის წევრებმა მიმდინარე საკანონმდებლო საკითხები და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების თქმით, გუნდი უახლოეს მომავალში მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების საპარლამენტო იმპლემენტაციას გეგმავს.

მათ შორის, პირველი ამნისტიის შესახებ კანონი იქნება. "ოცნების" წევრებმა დღეს დაზუსტებით არ თქვეს, იქნება თუ არა დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, თუმცა აღნიშნეს, რომ მოქმედი მერი პოლიტიკურ ასპარეზზე უკონკურენტოა.

დღის ამბები