"პოსტკრიპტუმის" ყოფილი წამყვანი, დავით კიკალიშვილი განახლებულ P.S.-ში განსხვავებული ფორმით ჩაერთვება. მან "ღამის კურიერის" ეთერში საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.
"ყველას გილოცავთ "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. რაც შეეხება "პოსტკრიპტუმს" - მგონია, რომ გურამის და ახალგაზრდა რეპორტიორების და წამყვანების გამოჩენა ამ გადაცემაში რაღაც კარგი სინერგია იქნება, რადგან სიახლე სჭირდება ყველაფერს და "რუსთავი 2" იმითაც იყო გამორჩეული, რომ ცდილობდა სიახლე ეჩვენებინა თავისი მაყურებლისთვის.
მგონია, რომ ეს ერთობა რაღაც ახალ პროდუქტს მოგვცემს, წინ წაგვიყვანს და უფრო საინტერესოს გახდის ამ ყველაფერს. წამოიზარდა უკვე თაობა, რომელსაც თავისი ხედვა აქვს ყველაფრის მიმართ, ინტერნეტზე არიან ფოკუსირებულები და ჩვენ რაღაც მრავალფეროვანი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მათ, რომ მათი გულები მოვიგოთ და დავაინტერესოთ,"-განაცხადა დავით კიკალიშვილმა, რომელიც განახლებული P.S.-ის შექმნაში განსხვავებული ფორმატით, ევროპიდან ჩაერთვება.