თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან აუდიენციით იწყებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დილის 9 საათისთვის უკვე პარალამენტში იქნებიან. დღესვე დაგეგმილია მათი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. საუბრის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე დაგეგმილი რეფორმებია.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტი მორიგი დასტურია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის.