17 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს. კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 12:00 საათზე ელოდებიან.

დეპუტატები აპირებენ შეკითხვები დასვან ამჟამად ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდება ეროვნული ვალუტის კურსსა და ფასების ზრდაზე.

ეროვნული ბანკის ანგარიშის გარდა კანონმდებლები საკომიტეტო სხდომაზე კიდევ 10 საკითხს განიხილავენ - მათ შორის შეფასდება მიმდინარე წლის სამი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება.

დღის ამბები