ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს დღეს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს. უმრავლესობასთან ერთად კობა გვენეტაძესთან შეკითხვები აქვს ოპოზიციასაც.
სხვა თემებთან ერთად, ხელისუფლების ოპონენტების კითხვები ინფლაციას,"თიბისი ბანკის" საქმესა და საბანკო მონოპოლიასაც შეეხება.
"ლელოში" ამბობენ, რომ დიდია კობა გვენეტაძის როლი "თიბისი" ბანკის საქმეში, რომელიც "ლელოს" ლიდერების წინააღმდეგ არის აღძრული და სებ-ის პრეზიდენტი ამ საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონრების სასესხო პირობები იქნება.