თბილისში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას ეხება.
ფილმში "გამოღმით მე ვარ" ნაჩვენებია რიონის ხეობაში მცხოვრები ადამიანების განსხვავებული პოზიციები.
რეჟისორის თქმით, მისი მთავარი მიზანი, ადგილზე არსებული რეალური ვითარების გადმოცემა იყო.