17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონის ყველა ქვეყანა აღიარებს - ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გააცილა.

"საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს" - ეს განცხადება პრემიერმა ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ასევე გაიმართა დელეგაციების წარმომადგენლების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

დღის ამბები