17 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ცესკო პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ბიულეტენების დალუქულ ყუთებს ხვალ მიაწვდის

ცესკომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ბიულეტენების დალუქული ყუთები ხვალ უნდა მიაწოდოს, რის შემდეგაც მათი ხელახლა გადათვლა მოხდება.

20 საარჩევნო უბანი, სადაც ძირითადი დარღვევები დაფიქსირდა კომისიამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია.

კომისიის წევრები სამუშაო შეხვედრას დღესაც გეგმავენ. შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება და გაიცემა ინსტრუქცია თუ როგორ მოხდება უბნების გადათვლა.

ქართული ოცნების წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს რომ საზოგადოება ნათლად დაინახავს, თუ რეალურად რაში იყო საქმე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა. "ქართული ოცნების" განცხადებით კომისიამ საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნებზე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დარღვევებთან დაკავშირებით.

დღის ამბები