17 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
უპასუხისმგებლო პოპულიზმია განცხადება, რომ ჰესები არ გვჭირდება, არავინ აუხსნა მოსახლეობას, რა სარგებელი მოაქვს ან რა საფრთხეს უქმნის მათ ჰესი - გიორგი ვაშაძე

პარლამენტის წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს.

ის პროტესტის მონაწილე ყველა ადამიანს მხარდაჭერას და პატივისცემას უდასტურებს. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ადგილობრივ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი ან რა საფრთხე მოაქვს ჰესს გარემოსთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" სახლით, დიდ პატივისცემას, მხარდაჭერას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს და ყოჩაღ თქვენს გამძლეობას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არა სპეცრაზმებით და პოლიციელებით ესაუბროთ ამ ხალხს, არამედ მიხვიდეთ და კონკრეტული დიალოგის ფორმა უნდა იყოს შერჩეული და უნდა ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ.

მეორე, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია ენერგოდამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როცა ვინმე აცხადებს, რომ თურმე ჰესები ამ ქვეყანაში არ გვჭირდება და მესამე, მივიჩნევთ, რომ თავი და თავი ამ პრობლემის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყანაში ხალხი არ არის ჩართული ასეთ გადაწყვეტილებებში, არავინ არ გააკეთა ინფორმირება რიონის ხეობის და ლეჩხუმის მოსახლეობის, თუ რისთვის არის საჭირო, რა სარგებელი მოაქვს ან რა საფრთხეს უქმნის რეალურად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ჰესი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

 

 

 

დღის ამბები