17 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
კონგრესის ორპარტიული დელეგაცია საქართველოში ჩამოდის - რა მოლოდინი აქვთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებს

დღეს საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის. დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოში უკრაინიდან უნდა ჩამოფრინდეს.

შეხვედრებისას საუბარი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იქნება. ორპარტიული დელეგაცია საქართველოში 4 ივნისამდე დარჩება. შეხვდებიან პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ამერიკელ სენატორებთან საუბარი შეეხება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს, მათ შორის საფრთხეს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, ასევე საუბარი შეეხება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასაც. მმართველი პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი სენატორები  ოპოზიციის ნაწილს იმის შესახებ მიუთითებენ, თუ რამდენად მიუღებელია რადიკალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

მმართველი გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე საუბარს აპირებს ამერიკელ კონგრესმენებთან ოპოზიციაც. მათ შორის, საუბარი შეეხება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებსაც. 

ხელისუფლების ოპონენტების ის ნაწილი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს, აცხადებს, რომ მათ აქვთ მყარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით და ისინი ამერიკელ პარტნიორებს სწორედ ამ არგუმენტებს გააცნობენ.

 

დღის ამბები