17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"გახარიას გუნდსა და "ნაცმოძრაობას" შორის შედგა შეხვედრა, იგეგმებოდა რევოლუციური სცენარი და სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანა" - მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძის განცხადებით, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი გიორგი გახარია იმიტომ ითხოვდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ვერ შეძლებდა ნიკა მელიას დაკავებას, "ნაცმოძრაობა" გეგმავდა, ამით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი. 

"მიკვირდა, რატომ ამბობდა გახარია, ორი-სამი დღით გადავდოთო. სხვადასხვა წყაროდან მოვიდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა "ნაცმოძრაობასა" და ამ გუნდს შორის, გახარია იყო თუ არა იქ, ვერ გეტყვით. შეხვედრის შინაარსი იყო ის, რომ დრო უნდა ყოფილიყო გაწელილი. დროს გაჭიმვა იმიტომ იყო საჭირო, რომ გარკვეული რევოლუციური სცენარი შემდგარიყო.

ხელისუფლების სისუსტის დასამტკიცებლად, იმუნიტეტმოხსნილი მელია უნდა ყოფილიყო გარეთ, არადაპატიმრებული. ამასთან, როგორც მეუბნებიან, იგეგმებოდა ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლების განცხადება, რომ ისინი ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას და ამავდროულად, უნდა მომხდარიყო სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლა,"-აცხადებს მამუკა არეშიძე.

დღის ამბები