17 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - მოძრაობა "საქართველოსთვის"

"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ ლოზუნგით მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტებმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქცია მათი 6 აქტივისტის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობის.

ისინი მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტების და მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ.

"დღეს წესით, გამოკვლეული უნდა იქნას ვიდეომტკიცებები, სრული აბსურდია, რასაც გვედავებიან. არცერთი აქ მყოფი ადამიანი არ არის რეალურად სამართალდამრღვევი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წინა პრაქტიკას, მხოლოდ მე ბოლო ოთხ დღეში 6000 ლარი დამიწერეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქაც ველოდებით, რომ ალბათ დაგვაჯარიმებენ,"- აცხადებს მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე.

მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრ ნიკა ნარსიას თქმით, ორგანიზაციას 10 000-ობით ჯარიმა დაუგროვდა, რასაც ის პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

"გრძელდება გაუგონარი პოლიტიკური დევნა ჩვენზე, აქტივისტებზე. ათიათასობოთ ჯარიმა დაგვიგროვდა უკვე ჩვენს ორგანიზაციას. გაუსაძლისსაც გვიხდის პროტესტსაც და ზოგადად არსებობას ეს მთავრობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე,"- ამბობს მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია.

დღის ამბები