ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ივნისის ბოლოდან სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოტანა დაიწყება.
თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერში" ეს ვაქცინები დაასახელა. აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება NOVAVAX-ი და მისი განმარტებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაციის შემდგომ მიიღებს.
"ივნისის ბოლოდან პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან დაიწყება სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოსვლა. უკვე ლაპარაკია 500 000-ზე, მილიონებზე. შემოვა დიდი რაოდენობით SINOPHARM-ი, დიდი რაოდენობით SINOVAC-ი, შედარებით მცირე რაოდენობით ASTRAZENECA და დიდი რაოდენობით PFIZER-ი, რომელზეც ხალხს ასე წყდება გული.
კიდევ ერთი ვაქცინა, ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი, NOVAVAX, რომელიც ჯერ არ არის ბაზარზე. მას არ მიუღია ავტორიზაცია, ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და პირველი კონტრაქტორი ამ NOVAVAX-ის არის საქართველო ამ მილიონ დოზაზე, ასე რომ დაწყებული ივნისის ბოლოდან, საქართველოში დღეში აიცრება 8-9 ათასი ადამიანი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.