19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
სიკვდილიანობაზე და ჰოსპიტალიზაციაზე Sinovac-ის ეფექტურობა 85%-ზე მეტია - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჩინური პრეპარატის - Sinovac-ის ვაქცინის ეფექტურობაზე საუბრობს.

"მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით მისი ეფექტურობა მერყეობს 51%-დან 91%-მდე. საკმაოდ ეფექტურია. ინდონეზიის მიერ მოწოდებული კვლევით, 80-85%-ში მას აქვს სიმპტომურ მიმდინარეობაზე ეფექტურობა. ასევე 85%-ზე ზემოთ არის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილიანობაზე. განსაკუთრებით, როცა 2 დოზაა სრულად გაკეთებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, აუცილებელია ძალიან მკაცრად იყოს დაცული.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია, საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე, სხვადასხვა მოშორებული ქვეყნიდან. აუცილებელია, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები