რამდენიმე საათში თბილისში ამერიკელი სენატორები - თბილისში დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობ პორტმანს ელოდებიან. ორპარტიულ დელეგაციას 2 დღის განმავლობაში შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ექნებათ.
მათ აინტერესებთ, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერია მისი სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, ასევე მოხდება შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების რევიზიაც.
სენატორი შაჰინი და პორტმანი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან საუბრებს ხვალ დილიდან შეუდგებიან.
დაგეგმილია პრესკონფერენიაც, სადაც სტუმრები მედიის კითხვებს უპასუხებენ.