სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, "ნინოწმინდის პანსიონატში ამ წუთას ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. 6-მა არასრულწლოვანმა კი პანსიონატის გამოცვლა მოითხოვა.
ამის შესახებ მერი მაღლაფერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ნინოწმინდის პანსიონატში ამ წუთას ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. ზრუნვის ფორმის შეცვლა, ანუ დაწესებულების გამოცვლის სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა მოითხოვა.
რატომ გადაწყვიტეს პანსიონატის დატოვება? - მათ მოითხოვეს ქალაქთან ახლოს გადმოგვეყვანა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ,"- განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.