02 სექტემბერი 2026,   02:47
ვრცლად
მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" არ გაკეთებია - რატომ მოითხოვენ გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები ბრალის წაყენებას ვიოლეტა ინასარიძისთვის

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები პასუხისმგებელი პირების დროულად მხილების აუცილებლობაზე, კიდევ ერთხელ საუბრობენ. ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები და ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა.

მათივე თქმით, დასტურდება, რომ მეგი ბაქრაძის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სამედიცინო პერსონალს "ადრენალინი" არ გამოუყენებია, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

"ქალბატონ ვიოლეტა ინასარიძეს უნდა წარედგინოს ბრალი, მათ შორის სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით. ამასთან, საქმეში იკვეთება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება, რაც ცალკე გამოძიებას საჭიროებს.

მოწმეთა ჩვენებებიდან იკვეთება, რომ მეგის გაუკეთდა "დექსამეტაზონი" და "დიმედროლი", მაგრამ არ გაკეთებია "ადრენალინი", რაც კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულებით დადასტურდა. ამოღებულ იქნა იმუნიზაციის ოთახიდან სამედიცინო ნარჩენები, შპრიცები და ფლაკონები, სადაც ადრენალინი არ არის," - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

დღის ამბები