17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია "სტრატეგია აღმაშენებელის", "გირჩის" წევრებსა და უფრაქციო დეპუტატებს ხვდებიან

ამ წუთებში პარლამენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან. "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის" წევრები და უფრაქციო დეპუტატები ევროპის დელეგაციას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მიმართულებით არსებულ ვითარებას გააცნობენ და ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

დღის განმავლობაში იგეგმება შეხვედრები სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

დღის ამბები