17 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ - დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების ჩართულობით

"მინდა აღვნიშნო ჩვენი ჩვენი პოზიციები, ქმედებები და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს ასოცირებული ტრიო, რომელიც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები და მეორეს მხრივ, იძლევა საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად მოვემზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, კერძოდ ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან უფრო დიდი ყურადღების გამახვილება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარების და ასევე დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე. ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას და ასევე საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსს,"- აღნიშნა დენის შმიგალმა.

დღის ამბები