პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას საკითხი აქტუალური იყო - ამჯერად პოლიტიკური განცხადებები მისი პარტიის დაფინანსებას ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ მოხდა პარტიის დაფინანსება.
"ქართულ ოცნებას" თავისი დაფინანსების წყაროები და ბიუჯეტი დეკლარირებული აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიების დაფინანსებას, ვფიქრობ, ამ კითხვებს მათ თავად უნდ უპასუხონ,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ეჭვები გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხზე მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც გიორგი გახარიამ მისთვის დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა.
"ის ეჭვები, რაც საჯარო სივრცეში გავრცელდა, იგივე კეზერაშვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით გახარიას პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ნაბიჯები "ნაციონალური მოძრაობის" მიზნების სასარგებლოდ, უფრო მყარდება მას შემდეგ, რაც უპასუხოდ დატოვა გახარიამ თითქმის ყველა კითხვა. კონკრეტულად ვინ იქნება მისი დამფინანსებელი, ან ახლა ვინ არის, ბუნებრივია, ამაზე ერ მტკიცებით საუბარი არ შეგვიძლია,"- აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იქნება.
"დამფუძნებელი კონფერენციის შემდეგ, ხდება პროცედურულად ხდება განცხადების წარდგენა საჯარო რეესტრში, ამის შემდეგ კი, ყველაფერი საჯარო იქნება. ამას კანონი გვთხოვს, რასაც ვერ გავექცევით,"- აღნიშნავს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.