17 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
გიორგი გახარია სიმართლეს არ აღიარებს - ბადრი ჯაფარიძე "მუქარის წერილის" შესახებ დეტალებს ამხელს

"მუქარის წერილი", რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობენ, ისევ აქტუალური გახდა. ბადრი ჯაფარიძემ დღეს დეტალურად ისაუბრა სკანდალურ შემთხვევაზე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მუქარის წერილი, რომლის ადრესატებიც წინასაარჩევნოდ "თიბისი" ბანკის მაშინდელი დამფუძნებლები იყვნენ, მას პირადად გახარიამ გადასცა.

ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია საზოგადოებას სიმართლეს უმალავს.

"ეს არ არის ახალი ინფორმაცია. ბატონმა გახარიამ გადმოგვცა წერილი, რომელიც შეიცავდა მუქარას, სამწუხაროა, რომ ის ამას არ აღიარებს. გუშინდელი განცხადება მოჰყვა მის კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს ეს წერილი არ არსებობდა.

მაგიდაზე იყო წერილი, ხელში გადმომცა, რა ადგილზე იყო, რომელ საათზე, ეს არის პროკურატურის დასადგენი. სხვაგვარად პროკურატურის ფუნქცია აღარ მესმის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები