პარლამენტის დეპუტატი და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან პირადად მას გადაეცა, "დეტექტიური სერიალის სიუჟეტს" უწოდებს.
"ბატონ ბადრისა და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, დაახლოებით 3 წელი გავიდა ხომ მას შემდეგ, რაც დეტექტიური სერიალის სიუჟეტი დაიწყეს, მათ უნდა ჰკითხოთ 3 წლის განმავლობაში, მათი თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ.
ასევე მათვე უნდა ჰკითხოთ პროკურატურას მიაწოდეს, თუ არა ეს ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა ახლა, სამი წლის თავზე რატომ გაახსენდათ ის, რაც გაახსენდათ," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.