17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
"გახარიას გულწრფელობას ვურჩევდი" - ალეკო ელისაშვილი "მუქარის წერილზე"

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მუქარის წერილი მას პირადად ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გადასცა, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის წევრი და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი გახარიას გულწრფელობისაკენ მოუწოდებს.

"მე გახარიას ვურჩევდი გულწრფელობას. მუქარებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე არ მინახავს რა წერილი გადასცა, ვინ გადასცა ბადრი ჯაფარიძეს და იყო, თუ არა ეს გახარია. მე ვერ ვიმსჯელებ, ამაზე გახარიამ უნდა ილაპარაკოს. მე რაც არ მომეწონა, ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგ გახარია არ არის გულწრფელი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე მსგავსი წერილის თანამონაწილე.

"ქართული ოცნება" არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე მსგავსი წერილის თანამონაწილე. თუ ბატონ ჯაფარიძეს აქვს მეტი სათქმელი ამაზე, შეუძლია, თქვას. თუ ბატონ გახარიას სურს მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და შეუძლია, უპასუხოს," - აღნიშნა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით კი, მმართველი გუნდისთვის ნაკლებად საინტერესოა ოპოზიციის წევრებს შორის არსებული ბრალდებები.

დღის ამბები