საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, საერთაშორისო პროფესიონალური საექსპერტო სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგების მიხედვით, ქართული სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გია ვოლსკი ამ განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
"გეგონება, ამ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც საკმაოდ კარგი ინფორმაცია აქვს არანაკლები გინდა სენატორზე, გინდა პოლიტიკურ პარტიებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არსებობს სასამართლო, რომელსაც აქვს უმაღლესი რეიტინგი და ვერ მოინელეს ის, რომ მას მერე რაც წავიდა თავმჯდომარე "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამ პოსტიდან, იმის მერე სასამართლომ გაასამართლა ისინი, ვინც დანაშაულებები ჩაიდინა და ამის მერე ატყდა საუბარი კლანთან დაკავშირებით. შედეგებით ვიმსჯელოთ, ქეისებით ვიმსჯელოთ და რას წარმოადგენს სასამართლო და რა რესურსი გააჩნდა, იმავე, ხელისუფლებაში მოსულ "ქართულ ოცნებას", რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ მიებაძა "ნაცმოძრაობისთვის" და ცელით არ ევლო სახელმწიფო სტრუქტურებში და მით უმეტეს, სასამართლოში.
საერთაშორისო პროფესიონალური საექსპერტო სტრუქტურები არსებობს, რომელმაც გამოაქვეყნა რეიტინგები სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და რეგიონში პირველ ადგილზეა და ევროპაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით.“ – აცხადებს გია ვოლსკი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე საუბრობს.
"სახელმწიფოს მართვაზე ლაპარაკობენ სერიოზული სახით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იგივე სასამართლოზეც საუბრობენ. გეგონება, სახელმწიფო არის პოლიტიკური პარტიების და არა ხალხის“ - ამბობს გია ვოლსკი.