არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ ამერიკელი სენატორები პოლიტიკოსებს ხვდებიან. ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი, ამჯერად, ოპოზიციისა და ხელისუფლებისგან ისმენენ მოსაზრებებსა და პოზიციებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პრობლემებზე.
უკვე შედგა მოლაპარაკება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამჯერად კი შეხვედრა "ქართული ოცნების" უფრო ფართო სპექტრთან მიმდინარეობს და სენატორებს უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მასპინძლობს.
"ჩვენ პირველ რიგში მადლობას გადავუხდით სენატორებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით სენატორი შაჰინი არის ჩართული აბსოლუტურად ყველა პროცესში, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ბუნებრივია, მათ ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.