17 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ რეფორმებზე - სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც კოლეგებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

სენატორმა აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან იმ რეფორმებს, რომელზეც ერთობლივი მუშაობის პასუხისმგებლობაც მხარეებმა აიღეს და საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატოს.

"ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და მათ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი საჭიროებებისთვის. მივესალმებით საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატოს,"-განაცხადა სენატორმა. 

დღის ამბები