საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს. დღეს გამართული შეხვედრებისა და საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ სენატორებმა ჯინ შაჰინი და ნიკ პორტმანი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ.
დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და დაშინების პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც ის მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევით ახორციელებს. ამ კონტექსტში მან ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე:
"რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მისი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ ჩვენ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, იმისათვის რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება, საქართველოს მტკიცე პარტნიორად," - განაცხადა ჯინ შაჰინმა.