17 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, აშშ ყურადღებით დააკვირდება - სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპელი და ამერიკელი დამკვირვებლები დააკვირდებიან.

სენატორმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ქვეშ იქნება. 

"მნიშვნელოვანია გაგრძელდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე მოლაპარაკებები მხარეებს შორის. ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-ც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც ამ პროცესს ადგილზე დააკვირდებიან. იმისათვის, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით,"-განაცხადა სენატორმა.   

დღის ამბები