თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ PCR ტესტის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე წარადგენს ბოლო 6 თვის განმავლობაში "COVID-19"-ით ინფიცირების ან მინიმუმ 14 დღით ადრე გაკეთებული კოვიდვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ამასთან, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოაღნიშნული დოკუმენტები, აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ე.წ. "სწრაფი ტესტის" (ანტიგენ ტესტი) უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.
ასევე, ყველა ვიზიტორისთვის გამომგზავრებამდე კვლავაც სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსება შემდეგ მისამართზე: https://register.health.gov.tr/