17 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
გადატვირთვა სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობაში - როგორ შეფასდა უკრაინის პრემიერის საქართველოში ვიზიტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მიღების საზეიმო ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გამართეს, შემდეგ კი განცხადებები გააკეთეს.

საერთო გამოწვევები და ინტერესები - რუსული ოკუპაცია და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივა, უკრაინისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, შეხვედრების მიმდინარეობისას სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გადალახვის გზებზეც ისაუბრეს. ითქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები იქნება იმპულსი ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

უკრაინის პრემიერის პირველი ვიზიტი, როგორც გარკვეული გადატვირთვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უფრო გასაძლიერებლად - ასე აფასებს უკრაინული დელეგაციის თბილისში სტუმრობას, საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის შეფასებით, საერთო მიზნების მისაღწევად საქართველო უკრაინის ერთობლივ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დღის ამბები