19 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"კორონავირუსის აქტივაციის ფაზა ბავშვებში მაღალი ინტოქსიკაციით და მაღალი ცხელებით მიმდინარეობს" - კოვიდი ბავშვებში შედარებით დამძიმდა

კორონავირუსი, ახალი შტამების ცირკულაციის გამო, ახალგაზრდებში და ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, დაავადების პირველი ფაზა მცირეწლოვნებში საკმაოდ მწვავედ ვითარდება. 

"ბავშვებში და განსაკუთრებით, 5 წლამდე და კიდევ უფრო - წლამდე ასაკში, პირველი ფაზა დაავადებისა, აქტივაციის ფაზა მაღალი ინტოქსიკაციით და მაღალი ცხელებით მიმდინარეობს - ტემპერატურა, რესპირატორული მოვლენები და დიარეა ისეთივე სიმპტომებია, როგორც ახასიათებდა, უფრო მეტი სიხშირით და გახანგრძლივებული პერიოდით," - ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

ციციშვილის კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე კი აცხადებს, რომ მათთან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაშიც წვანან, თუმცა მათ, ძირითადად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ. 

"სხვა ბავშვებთან, რომლებიც განყოფილებებში წვანან, განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ ამ ახალი მუტაციის დროს უფრო მაღალი ცხელებები აქვთ, რომელიც ზოგჯერ 7 დღემდე გრძელდება ხოლმე," - განმარტავს მაია ჩხაიძე. 

დღის ამბები