იურიდიულ კომიტეტში ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. უმრავლესობაში კვლავ აცხადებენ, რომ მათი დოკუმენტი შარლ მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაშია და თუ ოპოზიცია მათ წინააღმდეგ წავა, ეს შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ შესაძლებელი გახდება ერთ რედაქციაზე შეჯერება.
"თუკი იქნება სამართლიანი და რაციონალური შემოთავაზებები, რომელიც შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს და მის სულისკვეთებას, ჩვენ ვიმსჯელებთ კომიტეტზე," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ენმ-სგან გამოთქმული წინაღმდეგობა სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ იქნა ატაცებული.