ამერიკელი სენატორები სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" საქართველოში ვიზიტის შესახებ წერენ. ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებაში.
სენატორები ყურადღებას ამახვილებენ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. "ქართველ ლიდერებს მოვუწოდებ, გააგრძელონ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და მიაღწიონ პროგრესს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებში,"- წერს რობ პორტმანი.
სენატორების თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა.