17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
პარლამენტის საგამოძიებო კომისია საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებზე ორშაბათს იმსჯელებს 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესასწავლად შეიქმნა, მუშაობას განაგრძობს. კომისია დღეს 20 პრობლემური უბნის გადათვლას დაასრულებს. პროცესი ახლაც მიმდინარეობს - პროფესიული ნიშნით შერჩეული 12 მთვლელი, ამ წუთებში, რეგიონის ათი საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ითვლის.

"იყო მცირე გაბნევა, რომლის ანალიზსაც მოვახდენთ დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ დღესაც რაიმე განსაკუთრებული ამოვარდნა, კლება ან რაღაცის არ არსებობა არ აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება სრული მონაცემი იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყეთ გადამუშავება და შემდეგ მივიდეთ გადაწყვეტილებამდე,"- აცხადებს საგამოძიებო კომისიის წევრი დავით ზილფიმიანი. 

საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ გადათვლის შედეგების მიხედვით კომისიის სხდომაზე იმ კონკრეტული უბნების კომისიის წევრებს დაიბარებენ, სადაც დარღვევა აღმოჩნდება. 

"ვაგრძელებთ 10 უბნის გადათვლას. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რა თქმა უნდა, ვნახავთ რა შედეგებია და პარალელურ რეჟიმში, ვადარებთ ცესკოს მიერ წარმოდგენილ ოქმებსა და წინასწარ ინფორმაციას. ეს ყველაფერი გაანალიზდება, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე სავარაუდოდ, ორშაბათს, გვექნება კომისიის მორიგი სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გადათვლის შედეგებზე და გამოვავლენთ იმ უბნებს, რომლის კომისიის წევრების მოწვევაც გვაქვს გეგმაში,"- განაცხადა გივი მიქანაძემ. 

დღის ამბები