17 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "დღის კურიერის" ეთერში საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით 2 ნიშნიანი ზრდა მოხდეს.

"მე მინდა ავხსნა თუ რა უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას. აქ არის 2 ფაქტორი: ერთი - დადებითი მოლოდინები, მართლაც არის მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე იყო ნავარაუდები. ეს არის ქართული ბიზნესისა და ინვესტორების მოლოდინი და მეორე - ახალი სავალუტო შემოდინება, რაც გაჩნდა უკვე საქართველოში. ესენია სავალუტო გადარიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება, ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა და მთლიანად ეკონომიკა მართლაც არის უპრეცედენტო ისტორიაში, თვიური ზრდა, ანუ აპრილის ზრდა არის 45%, შედარებით წინა წლის აპრილთან, რომელიც მართალია დაბალი იყო , 2019 წელის აპრილთან შედარებით 21%-იანი ზრდაა.  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ 2019 წლის მონაცემებს გადავაჭარბებთ და შესაძლებელია, 2-ნიშნა ზრდა გვქონდეს წლის ბოლოს," - განაცხადა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები