04 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
"წადი, შესაფერისად ჩაიცვი და მოგვიანებით დაგვიბრუნდი," - ვიწრო შარვლის გამო ტანზანიაში ქალი დეპუტატი დარბაზიდან გააძევეს

ტანზანიაში დეპუტატი ქალი მოტკეცილი შარვლის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. BBC-ს ინფორმაციით, მისმა კოლეგამ, ჰუსეინ ამარმა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, ჩაცმულობის გამო უხეშად მიმართა კონდესტერ სივალს და ვიწრო შარვალზე მიუთითა. მას დარბაზში თანამოაზრეებიც გამოუჩნდა და საბოლოოდ, სივალი, საკუთარი სამოსის გამო იძულებული გახდა, სხდომა დაეტოვებინა. 

"წადი, შესაფერისად ჩაიცვი და მოგვიანებით დაგვიბრუნდი," - მიმართა ქალ დეპუტატს ერთ-ერთმა კოლეგამ, მოგვიანებით კი დაცვის სამსახურს განუცხადა, რომ "შეუსაბამოდ" ჩაცმული ქალები სხდომაზე აღარ შეეშვათ. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა -  ტანზანიის ქალთა უფლებათა დამცველმა ჯგუფმა ჰუსეინ ამარს და ჯობ ნდუგაის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები