17 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს უსმენდნენ, ხმაური იყო. დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას შორის კახა გვანცელაძის ანაზღაურების საკითხმა გამოიწვია.

“როდესაც გაინტერესებს თემები და სხვას აბულინგებ, ამას არავის გავუტარებთ და მით უმეტეს ვაშაძეს, რომელიც თემებში არ ერკვევა. დღეს ითხოვდა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტის გეგმას. ვეუბნებით, რომ დღეს არის 2021. ჯერ არ გვაქვს მომავალი წლის ბიუჯეტზე დაწყებული მუშაობა და რანაირად უნდა გვქონდეს? აცდენილია რეალობას,“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. 

"როგორც კი გიორგი ვაშაძე და ჩვენი წარმომადგენლები იწყებენ საუბარს, ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ჩაშალოს დიალოგის პროცესი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც ფეხბურთშია, რომ ფეხბურთელს მცველს მიამაგრებენ და ხელს უშლის, რომ გოლი არ გაიტანოს და საქმე არ გააკეთოს, აი, ესეა მომაგრებული ზარქუა "სტრატეგია აღმაშენებელზე" და გიორგი ვაშაძეზე,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები