04 მაისი 2024,   13:28
ვრცლად
ბავშვების ახალი გატაცება, რომელიც პანდემიის დროს საოცრად პოპულარული გახდა - რა უნდა ვიცოდეთ "ფოფითებზე"

"ფოფითები" ბავშვების ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდნენ და ერთიანად ჩაანაცვლეს სპინერები, ტყლარწები და სხვა მსგავსი გასართობები.

რატომ არის ეს პატარა ფერადი რეზინის ფირფიტები ასეთი პოპულარული - კვლევა დოქტორმა ვილ შილდმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ჩაატარა.

"პირველად, "ფოფითების" და "სპინერების" მსგავსი სათამაშოები გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. მათ, ძირითადად, უნარშეზღუდული ან აუტისტური სპექტრის მატარებელი ბავშვებისთვის იყენებდნენ, ვინაიდან ასე უკეთ ახდენდნენ ბავშვების განტვირთვას, კონცენტრაციასა და სტრესისგან გათავისუფლებას.

"ფოფითებს" შეუძლიათ, ნებისმიერი სახის ნეგატიური ემოცია მოგვაშორონ და ყურადღება გადაგვატანინონ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება შიში, ბრაზი თუ სევდა - "ფოფითი"  საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის სტრესის მოსახსნელად და არა მარტო ბავშვებისთვის. ეს თქვენ უარყოფითი ემოციებისგან დაგცლით.

ამ პატარა ფერადი დაფების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი კოვიდპანდემიასაც მიუძღვის. ბოლო 12 თვის განმავლობაში კაცობრიობას უამრავ სტრესთან გამკლავება მოუწია, ექიმები კი მშობლებს ბავშვებისთვის "ფოფითების" შეძენას ურჩევენ, განსატვირთად," - განაცხადა დოქტორმა ვილ შილდმა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები